07:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 13:14:48, 283 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით

საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე გააცილეს.

პარასპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დღეს “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. 

თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილის წარმატებული ასპარეზობის შედეგი მიულოცა, პარალიმპიელთა ნაკრებს კი გამარჯვება უსურვა.

“გუშინ პირველი მედალი მოვიპოვეთ და მინდა ტატო გრიგალაშვილს მივულოცო. ნამდვილად საამაყოა. რა თქმა უნდა, სურვილი იყო, ოქროს მედლით დაბრუნებულიყო, მაგრამ არა უშავს, სპორტში ყველაფერი ხდება. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს. აქ უკვე ითქვა, რომ პარალიმპიურ თამაშებზე 6 სახეობაში 14 სპორტსმენი წარდგება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მიმართულებით მივაღწევთ გამარჯვებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა სპორტის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერას.

“ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სპორტის მიმართულებით. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა მინდა ერთი რამ დაგპირდეთ: ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, სპორტსმენების გვერდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი დარბაზი აშენდეს, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი იყოს წარმატებული. შემთხვევითი არ არის ის წარმატებები, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვიპოვეთ სხვადასხვა მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეძლებთ ქართველი ხალხის, ქართველი გულშემატკივრის გახარებას. მინდა, წარმატებები გისურვოთ“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ პარალიმპიური ნაკრების 14-წევრიდან ერთ-ერთი, გიორგი ნიკოლაძე თბილისის მერიის თანამშრომელია.

ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები, სტარტს პარიზში, 28 აგვისტოს აიღებს და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics