23:38 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 14:17:12, 350 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება

დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა. 

მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო  ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ატრაქციონების სივრცე,  მოეწყობა ფანჩატურები,  გაკეთდება სკეიტ მოედანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. ამ ფართიდან  გამომდინარე, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტერიტორია, რათა ყველაფერი ჩაგვეტია.  საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა, როდესაც  დასრულდება განათებების მონტაჟი, დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო, სატრენაჟორო და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დამონტაჟდება LED განათება და სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეში კი დაირგვება 600-მდე ხე-მცენარე.

პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს.

სამუშაოებს დღეს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics