15:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 15:09:34, 350 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ ინფომაციას თბილისის მერია ავრცეებს.

მერიის ცნობით, ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, მერი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. 

"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის "ქართული ოცნების" დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს", - აცხადებს კალაძეს.

რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, კახა კალაძე ამბობს, რომ ეს ცრუ ბრალდებებია. 


"ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა  ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავ ყველაფერს - თეთრსაც და შავსაც, მოყვარესაც და მტერსაც. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ქვეყანაში მივიღოთ ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის უკრაინაში", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics