00:42 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 13:11:04, 388 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში

საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხუციშვილის  თქმით, სწორი ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისათვის, ხარისხიან, სანდო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სტატისტიკის სამსახური ქვეყნის განვითარებისათვის, ქვეყანაში საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით წარმოებული სტატისტიკური მონაცემების რეგულარული წარმოების გზით ასრულებს.

“ამ კუთხით სტატისტიკის სამსახური ნამდვილად გამორჩეული ინსტიტუციაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ხარისხს და ამარაგებს პოლიტიკის განმახორციელებლებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის ინფორმაციით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმატებით განხორციელდა SNA 2008 მეთოდოლოგიაზე გადასვლა, ხოლო მიმდინარე წელს მოხდა მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა ინდიკატორების მონაცემთა მწკრივის გადასინჯვა ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებული პოლიტიკის შესაბამისად (Harmonized European Revision Policy).

2020 წელს საქსტატმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ახალი მეთოდოლოგია. დასაქმება-უმუშევრობის სტატისტიკაში აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის იმ პრაქტიკაზე, რომელიც აქვს ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

“თანამშრომლობა გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას, მონაცემთა სწრაფ და უპრობლემო გაცვლას, მითუმეტეს რომ სტატისტიკის საწყისი მონაცემების ერთ-ერთი წყარო, ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ინსტიტუტები არიან.

ჩვენ ერთობლივ მუშაობას წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა უდგას, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ სტატისტიკის შემდგომი რეფორმირების მიმართულებით",- აღნიშნა ხუციშვილმა.

სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს  საიუბილეო თარიღი მიულოცა და წარმატება უსურვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც წელს  სამსახური ახორციელებს- ესაა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics