17:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 19:48:00, 475 ნახვა

პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის. 

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ  „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

"შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკურ გარემოში ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველსაყოფად. 

მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რისთვისაც კარგ საფუძველს იძლევა ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე.  მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. 
დადებითი შეფასება მიეცა  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ  ინტენსივობას.

უსაფრთხოების არსებული გამოწვევებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 
შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics