17:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 13:35:34, 434 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - როდემდე უნდა გააგრძელოთ ანტიეროვნული ქმედებები - გვიპასუხე!

როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს ანტიეროვნული ქმედებები?! - კობახიძე, გვიპასუხე! - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

როგორც ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგად ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია.

"ირაკლი კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა - გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები, ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდათ. მინდა, ირაკლი, პირადად შენ დაგისვა კითხვა - ხელში მიჭირავს 100-მდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მილიარდი ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა-მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს არის, დაახლოებით, 10 მილიარდ ლარზე ლაპარაკი. რა პროექტებია: მაგისტრალური გზები, მეტროპოლიტენი, საერიგაციო სისტემები, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები, წყალმომარაგების სისტემები, რომელიც ქმნის, დღეის მდგომარეობით, ამ გაჭირვებულ სიტუაციაში, დაახლოებით, 100 000-მდე სამუშაო ადგილს საქართველოში. მე გეკითხები - ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა მიიყვანე ქვეყანა იქამდე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა - ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ?! 

თქვენი მოქმედებით ხომ ისედაც საზოგადოება, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია! სამუშაო ადგილი არ არის, ქვეყანა წინ არ მიდის - ამ 10 მილიარდზეც უარს ამბობთ?! ესეც გინდათ, რომ მოჭრათ?! რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს, აღარც საერიგაციო სისტემა, სოფელში ადამიანი იხვეწება, რომ სარწყავი სისტემა გაკეთდეს. ამ თანხებზეა ლაპარაკი. როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს ანტიეროვნული ქმედებები?! რომ გამდიდრდით და 18 მილიონ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა?! კონკრენტულად გისვამ კითხვას - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ყოველთვის ნუ გაურბიხარ პასუხს - აი, 100 პროექტი, ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე, ამ მასშტაბურ პროექტებს. საიდან მოვა ეს თანხა, როდესაც ამ დაფინანსებას გააჩერებენ დასავლური ფონდები; ევროპული და ამერიკული თანხა, როცა არ შემოვა ქვეყანაში?! 

და მეორე უფრო მეტიც, კანდიდატის სტატუსთან ერთად, 14 მილიარდი ევრო უნდა მიგვეღო და ეს თანხა საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული. მართლა გგონიათ, რომ ამ დაპირისპირების რიტორიკით თქვენ რამეს მიაღწევთ?! მინდა, საზოგადოებას მივმართო - 26 ოქტომბერი არის არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა, ამ პროექტების გაგრძელება თუ ვინც გუშინ გამოვიდა ზეძვირი შენობიდან, ამ ადამიანების სასარგებლოდ მომუშავე ქვეყანას შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კობახიძე, გვიპასუხე!'' - მიმართა ვაშაძემ პრემიერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics