17:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 12:37:23, 498 ნახვა

პოლიტიკა
„არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით“ - 121 ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, სარჩელთან ერთად, სასამართლოს "არაკონსტიტუციური ნორმების" მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაც წარედგინება.

"121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჯერად, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით. სარჩელთან ერთად, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადაო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით, ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადაო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადაო ნორმების მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე",- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics