|
2024-07-16 21:13:34, 551 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს
"ქართული ოცნება" და წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, "რადგან დღეს არჩევანი კეთდება ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის". "დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ! მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას! შესაბამისად, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება - ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის და ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის. ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)