18:48 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 12:01:22, 463 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არჩევანი მარტივია - ერთ მხარეს არის მშვიდობა და მეორე მხარეს აგენტურა, მოღალატეები, მტრები და მოძალადეები

ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ, მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას  განაცხადა. 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება მარტივ და სწორ არჩევანს გააკეთებს. 

„თავდასხმას რაც შეეხება [დონალდ ტრამპზე თავდასხმა], სრული კატასტროფაა, რაც ვიხილეთ, საარჩევნო კამპანიის დროს იყო მცდელობა, პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის. ძალიან მძიმე ფაქტია. ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყველა სიბინძურე და ბოროტება შეიძლება იკადრონ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ერთი, გვყავს ქვეყანაში მოღალატეები, აგენტები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ, რასაც ავალებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოც რომ იყოს, საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ყველაფრის გამკეთებლები არიან და ყველაფრის შემსრულებელები არიან და ეს ადამიანები არიან  მომხრე იმისი, რომ ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი.

ჩვენ ხომ გვახსოვს განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან, გვირჩევნია, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მოსმენას, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა ტიპის და რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საზოგადოება, ჩვენ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. დღეს ყველაზე მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი - ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და განვითარება და მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და ბოროტები, მოძალადეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics