|
2024-07-14 13:51:02, 411 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, რეზიდენტს უწოდებდნენ, აღმოჩნდა, რომ შეიწყალა - ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და იგი უნდა ასრულებდეს გარე ძალების მიერ მიღებულ დავალებებს
განსხვავებულია მსჯავრდადებულების მიმართ დამოკიდებულება, ვიდრე ეს იყო 2003-2012 წლებში. იცით, როგორი დამოკიდებულება იყო, როგორ საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება ადამიანებს, რამდენი პრობაციონერი, რამდენი მსჯავრდადებული იყო ამ ქვეყანაში და ზოგადად, რა ვითარება იყო ამ დროს. ალბათ, ჰიტლერს და გებელსს თვალზე ცრემლი მოადგებოდათ და სიამაყით აღნიშნავდნენ, ისეთი ქვეყანა ააშენეს მიხეილ სააკაშვილის დამქაშებმა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ, "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მართალია, 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, თუმცა, ხელისუფლება განვითარების სხვადასხვა საშუალებას კვლავ ეძებს და ერთ-ერთი მათგანია ამნისტია. "2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ არსებობს განვითარების და სრულყოფის საშუალებები, ერთ-ერთი ნაბიჯია ამნისტია." - აღნიშნა გორდულაძემ. გარდა ამისა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ მის მიერ იმ ადაიანების შეწყალება, ვინც მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა, სავარაუდოდ, გარე ძალების მიერ მიღებული დავალების ნაწილია. "რაც შეეხება პრეზიდენტს, ცალე საკითხია, რა ადამიანებს და რა კონტექსტიდან გამომდინარე იწყალებს. ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ადამიანები რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე შეიწყალა. გვაქვს გონივრული ეჭვი ჩვენც და საზოგადოებასაც, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და იგი უნდა ასრულებდეს გარე ძალების მიერ მიღებულ დავალებებს, არამხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ მათ შორის." - განაცხადა გორდულაძემ.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)