21:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 15:22:08, 516 ნახვა

პოლიტიკა
ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის".

“პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების, ახალგაზრდებისა და დიასპორის მობილიზაციასა და ჩართულობას.

დელეგაციამ, რომელიც საქართველოში რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და  ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად.

პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ ის ნებისმიერ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს,  ვეტოს დაადებს.

საუბარი შეეხო ასევე მმართველი გუნდის ანტიევროპულ და ზოგადად, ანტიდასავლურ რიტორიკას.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის დაფინანსების და წვრთნების გაყინვის, რუსეთისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახლა გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და ქართველ ხალხს სჭირდება იგრძნოს მხარდაჭერა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან.

შეხვედრაზე განიხილეს "ქართული ქარტიის მნიშვნელობა" რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმას იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს მის ევროინტეგრაციის გზას და ბრიუსელთან დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“,- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics