21:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 12:05:44, 456 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი კომუნიკედან ამოღებულია

ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ამოღებულია, ასევე გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი - ერთადერთი გამოსავალი კი, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის, ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი "სწორ არჩევანს გააკეთებს და ივანიშვილის 12-წლიან მმართველობას დაასრულებს".

“დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის და სამოქალაქო საკითხებში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში აქ შექმნილი სიტუაციის გამო. აშშ ხედავს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე დღეს, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს “მეგობარ აქტს”, რომელიც როგორც იცით, ერთის მხრივ, სთავაზობს საქართველოს ისეთ სიკეთეებს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, დამატებითი დახმარება თავდაცვის მიმართულებით, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ასევე განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს ივანიშვილის გარემოცვაზე.

აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდა გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ის კონგრესში, ხოლო დღეს იგეგმება ამ აქტზე კენჭისყრა. ასევე, დღეს ვაშინგტონში არის ნატოს სამიტი, რომელიც გრძელდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ვაშინგტონის სამიტი, რომლის მოსამზადებელ საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი სოფიაში, სადაც სამწუხაროდ, რეალურად აღარ არის საუბარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე.

ყოველთვის, ყველა კომუნიკეში, საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც იღებს ნატოს სამიტი, ტრადიციულად იყო საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ დღეს ივანიშვილი იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, რომელიც მიზნად ისახავს არა საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიც არამედ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, დღეს ვხედავთ, რომ ამოღებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი. ასევე ვიცით, რომ გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაზეც ღიად ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ.

ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში; ერთიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი; ერთიანობით დავიბრუნოთ კეთილდღეობის, უსაფრთხოების და მშვიდობის შანსი. ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ერთიანობაზე, არა დანაწევრებაზე, საერთაშორისო ინტეგრაციაზე, არა იზოლაციაზე, კეთილდღეობაზე და არა სიდუხჭირეზე გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას",- ამბობს ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics