21:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 09:27:33, 490 ნახვა

პოლიტიკა
ენტონი ბლინკენის მოადგილე საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია საქართველოშია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზრა ზეია ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

“შეხვედრებზე საუბარი იქნება ანტიკორუფციულ სამუშაოებთან, მედიის თავისუფლებასთან, "უცხოური გავლენის“ კანონთან,  სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.

ზეია ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოსთვის 32-წლიანი პარტნიორობის მხარდაჭერას.

გარდა ამისა, იგი ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გააძლიერებს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.

მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც დევნილი ქალების მიერ არის შექმნილი.

ვიზიტის ფარგლებში მდივნის მოადგილე, ერევანშიც ჩავა, სადაც ის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“,- აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics