22:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 11:17:55, 430 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული

რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში "ოცნების" დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული".

“რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში ოცნების დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება.

განცხადების თანხვედრა "ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.

გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს. აღნიშნულ სიყალბეს, რომელიც სინამდვილეში არჩევნებში რუსეთის ჩარევის გადასაფარად არის გამოგონილი, აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ე.წ. ექსპერტები, ტროლ-ბოტები და "ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები - ისინი დასავლეთს რევოლუციის მცდელობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის მტრობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს სუვერენიტეტის გარანტად მოიხსენიებენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთი უკვე 30 წელია ჩვენს სუვერენიტეტს იცავს რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ საყურადღებოა სუსი-ს როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად.

ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი - ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.

ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი",- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. СВР-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" "დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია უკვე შემუშავებულია". ამავე განცხადების თანახმად, "ანტისამთავრობო განწყობების გამწვავებაში" მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics