|
2024-07-09 10:47:05, 532 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების "განზრახვები" გაუგებარია. "27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა - ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი; შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ; მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის დაცვის მიმართ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ნათლად არის ნათქვამი ევროპის საბჭოს დასკვნებში. გთხოვთ, წაიკითხოთ ისინი ძალიან ყურადღებით, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარად უკან ხევს 9 საფეხურს და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. ასე რომ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან",- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)