2024-07-09 10:09:17, 416 ნახვა
პოლიტიკა
რაუფოღლუ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა MEGOBARI ACT-ზე მუშაობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყებს
Foreign Press USA-ს კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში MEGOBARI ACT-ზე მუშაობას დაიწყებს.
ჟურნალისტის ცნობით, კანონპროექტზე მუშაობა 10 ივლისს დაიწყება და განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ორპარტიული კანონპროექტის მიხედვით, "პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც რუსული სტილის კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებლები".
ავტორი: ექსპრესნიუსი,