|
2024-07-06 14:25:21, 472 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები
ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიშეერთებული შტატების მთავრობის მიერ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის შეჩერება "შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ევროპული გზისთვის". "ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის. მშვიდობა ამ ქვეყნის ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პატნიორების გარეშე როცა დავრჩებით და არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული. იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები... დავიწყოთ დაცვა არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)