|
2024-07-04 13:00:14, 790 ნახვა
სამართალი
მიმდინარე წლის ივნისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 - ქვემო ქართლის, 8 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 7 - სამცხე-ჯავახეთის, 11 - გურიისა და 5 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. "ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 56,639 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაურეგისტრირებული სახერხი საამქროების 4 ფაქტი - სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში გამოავლინეს. შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქროები დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული 24,729 კუბური მეტრი სამასალე და 26,387 კუბური მეტრი საშეშე მერქანი "საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 436 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 355,91 კუბური მეტრი შეადგინა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)