14:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 16:15:47, 653 ნახვა

საზოგადოება
„პრეპარატის მიღება 31 დეკემბრიდან აიკრძალა“ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელს განსხვავებული ინფორმაცია აქვთ

 „ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში მოხდა. პრეპარატის მიღება 31 დეკემბრიდან აიკრძალა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მე ასეთი ინფორმაცია მაქვს“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია დოპინგ სკანდალს.

კვირკველია აცხადებს, რომ ფედერაცია ყველაფერს ვერ გააკონტროლებს, შესაბამისად ფედერაციაში არ იყვნენ საქმის კურსში იყენებდნენ თუ არა სპორტსმენები აკრძალულ პრეპარატს.

ამასთან კვირკველიას ინფორმაციით, პრეპარატის მიღება აკრძალული არ არის, თუმცა მისი გამოყენება შეჯიბრის დროს არ შეიძლება

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს.

„კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ იქნება სწორი. ეს უკავშირდება კონფიდენციალობის დაცვას. ფედერაციის მიერ ამაზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება. ამის შემდეგ ქვეყანა მიიღებს სანქციებს და მას რომ არ შეხვდეს წინააღმდეგობა, ამიტომ კონკრეტულ გვარებზე ვერ ვისაუბრებთ.

რაც შეეხება იმ ოთხი მოჭიდავის ანალიზის პასუხს, რომელთა პასუხებიც გერმანიიდან ჯერ არ ჩამოსულა ამაზე არაფერი არ ვიცით. პასუხები ჯერ არ მიგვიღია და არც ისე უცნობებიათ ჩვენთვის“, - ამბობს კვირკველია.

ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქმე ეხება ერთ პრეპარატს, რომლის მიღებაც ცოტა ხნის წინ აიკრძალა. კითხვაზე იცოდნენ თუ არა სპორტსმენებმა, რომ ეს პრეპარატი ორი წლის წინ აიკრძალა კვირკველია პასუხობს, რომ „პრეპარატის მიღება გასული წლის 31 დეკემბრიდან აიკრძალა“.

„ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში მოხდა. პრეპარატის მიღება 31 დეკემბრიდან აიკრძალა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. მცადარი ინფორმაცია რომ არ გამოვიდეს იმიტომ ვარიდებ ღიად საუბარს თავს. თუ სპორტსმენს პრეპარატი მიღებული ჰქონდა ის ასე მალე ვერ გაქრებოდა და ორგანიზმში დარჩებოდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრეპარატის მიღება აკრძალული არ არის, მაგრამ მისი გამოყენება შეჯიბრის დროს არ შეიძლება. ეს არ არის ჰორმონალური პრეპარატი, ეს არის უბრალო პრეპარატი“, - განუცხადა მანუჩარ კვირკველიამ „ექსპრესნიუსს“.

კითხვაზე საქმის კურსში იყო თუ არა ფედერაცია, რომ სპორტსმენები აკრძალულ პრეპარატს იყენებდნენ კვირკველია პასუხობს, რომ ფედერაცია ყველაფერს ვერ გააკონტროლებს.

„ფედერაცია იმას არ ნიშნავს, რომ სპორტსმენები კონტროლზე ჰყავდეს აყვანილი. შესაძლოა მოჭიდავეებმა წყალი დალიონ და იქიდან მოხვდეს ორგანიზმში პრეპარატი. შესაძლოა ვიღაცამ სპეციალურადაც ჩაუყაროს. ასეთი რაღაცეები მსოფლიო მასშტაბით ხდება. ეს თქვენთვის ახალია და ალბათ წარმოუდგენელიც, მაგრამ ასეთი რაღაცეები ხდება. ფედერაცია ამას ვერ გააკონტროლებს. ფედერაციას რაც შეეძლო ის გააკეთა, ჩაატარა დოპინგ კონტროლი, საიდანაც ყველაფერი გამოიკვეთა. ახლა ყველაფერს გავაანალიზებთ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ამას, მოხდება ყველაფრის გამოძიება“, - განმარტა მანუჩარ კვირკველიამ.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციის პრეზიდენტსა და ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელ პალიკო კასრაძეს განსხვავებული ინფორმაცია აქვთ.

როგორც კასრაძემ „ექსპრესნიუსს“ უთხრა, ამ პრეპარატის მიღება უკვე ორი წელია აკრძალულია. „რა თქმა უნდა სპორტსმენებმა ამის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდნენ. მათ ამის შესახებ უამრავი სემინარი ჩაუტარდათ“, - განაცხადა კასრაძემ.

შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ ფედერაციის კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა,  სპორტსმენებმა არ იცოდნენ, რომ პრეპარატის მიღება უკვე ორი წელია აკრძალულია. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პრეპარატის მიღება 2016 წლიდან უნდა აკრძალულიყო და სპორტსმენები შეცდომაში ფედერაციის წარმომადგენლებმა შეგნებულად შეიყვანეს. ამასთან წყარომ იმ ექვსი სპორტსმენის გვარებიც გაგვიმხილა, რომელთაც დოპინგი უკვე დაუდგინდათ:

ესენი არიან: თავისუფალი ჭიდაობიდან: ბუჯიაშვილს, ლომთაძეს, კენჭაძეს, მეშვილდიშვილსა და მოძმანაშვილს. ხოლო ბერძნულ რომაული ჭიდაობიდან - მათე სოფაძეს.

ფედერაციის წყააროს ცნობით, დოპინგი იმ ოთხი მოჭიდავის ორგანიზმშიც აღმოჩნდა, რომელთა ანალიზიც გერმანიაშია გაგზავნილი და ოფიციალური შეტყობინება ფედერაციას ჯერ მისვლია, თუმცა ინფორმაცია ლააბორატორიიდან უკვე აცნობეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია, ვინაიდან ვინაიდან ანალიზები დანომრილია და ასეა გაგზავნილი გერმანიის ლაბორატორიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics