14:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 14:43:08, 505 ნახვა

საზოგადოება
„საგანში ეროვნული იდენტობის შემლახველი თემები არ არის შეტანილი“ - „მე და საზოგადოების“ კვლევის ავტორი

„ამ საგანში არანაირი ეროვნული იდენტობის შემლახველი თემები საერთოდ არ არის შეტანილი“, - ამის შესახებ „მე და საზოგადოების“ კვლევის ავტორმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, კვლევა შარშან ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჩატარდა და მისი ანალიზი ახლა  მოხდა.

მისივე თქმით, მშობლებმა მზაობა გამოთქვეს საგნის სწავლებასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საჭირო და აქტუალურია.

„მოგეხსენებათ განათლების სამინისტროს ინიციატივის საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვასთან დაკავშირებით. ამ საგნის განხილვა და სტანდარტთან დაკავშირებული  საკითხები თავიდანვე გახდა დიდი ინტერესის საგანი და  დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.  კვლევა  შარშან ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჩატარდა  და მისი ანალიზი  ახლა მოხდა.  კვლევა ჩატარდა დაწყებითი საფეხურის სკოლის პედაგოგებში, ასევე მოსწავლეთა და მშობელთა ნაწილში. მშობლებმა მზაობა გამოთქვეს საგნის სწავლებასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საჭირო და აქტუალურია და ასევე ის თემები, რომლებიც ამ საგანში უნდა შეიტანონ. 

განსაკუთრებით გამოვყოფდი შემდეგ თემებს: ოჯახის წევრების მიმართ ურთიერთპატივისცემას, საქმიანობების გადანაწილება,  ცხოვრების ჯანსაღი წესი, პირადი ჰიგიენა, შემწყანებლობა, თანასწორი უფლებები და ა.შ.  ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარება განათლების სამინისტროს და იმ ექსპერტთა ჯგუფებსაც, რომლებიც მუშაოებენ ამ სტანდარტზე. ამ თემების პრაქტიკული საჭიროებები ვლინდება  სკოლებში. პირველ რიგში ეს საგანი ემსახურება ჯანმრთელი საზოგადოების ჩამოყალიბებას და ასევე მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას საბოლოო ჯამში. აქ არანაირი ეროვნული იდენტობის შემლახველი  თემები საერთოდ არ არის შეტანილი. კითხვას დავსვამ. 

როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე და ჭკუათმყოფელი ადამიანი იყოს იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ ისეთი თემები როგორიც არის პირადი ჰიგიენა, როგორ სწორად გაანაწილონ სწავლების და დასვენების დრო, ლაშქრობაში რომ წავლენ ხანძარი, რომ არ გააჩინონ და ა.შ. რა არის ამ თემებში ისეთი რაც ეროვნულ იდენტობას ლახავს? ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ პირიქით კარგია ეს ვასწავლოთ დაწყებით საფეხურებზე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics