|
2024-06-27 14:08:30, 354 ნახვა
პოლიტიკა
„სასამართლოს გუშაგი“ - გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური 3 მოსამართლის არჩევა საქართველოს ევროკავშირს აშორებს
"სასამართლოს გუშაგი" პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის არჩევას საგანგებო განცხადებით ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის მიერ "გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური 3 მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი". "საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 27 ივნისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გიზო უბილავა (80 ხმით), ბადრი შონია (78 ხმით) და გოჩა ჯეირანაშვილი (78 ხმით) აირჩია. ამ გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ასრულებს უზენაესი სასამართლოს მისთვის სასურველი უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესს. "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლო შედგება 28 მოსამართლისგან. დღეს არჩეული 3 მოსამართლის ჩათვლით, საკასაციო ინსტანციაში უკვე 27 უვადო მოსამართლეა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე - ნინო ქადაგიძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, თამარ ზამბახიძე, ქეთევან ცინცაძე, ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, მირანდა ერემაძე, ნუგზარ სხირტლაძე (ამავე პერიოდში არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ გასული წლის ბოლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა); ხოლო 2021 წელს 11 მოსამართლე - რევაზ ნადარაია, ლევან თევზაძე, გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე, გიორგი გოგიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ნინო სანდოძე და ლაშა ქოჩიაშვილი - აირჩია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური როლისა და სტატუსის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი კადრებით. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს. თუმცა "ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას. დღეს პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური 3 მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უარს აცხადებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)