|
2024-06-26 15:29:10, 269 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია მიუღებელია საქართველოსთვის, მისი ხელისუფლების და ქართული საზოგადოებისთვის
ბოლო დროს, ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. ერთ შემთხვევაში თუ ის ამბობს, რომ ისეთი მექანიზმი ჩავდოთ სარჩევნო კოდექსში, რომელიც პარტიებს მისცემს საშუალებას, თან რადიკალურ პარტიებს და მგონია, რომ ეს განზრახ არის და უკაცრავად, თუ ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ ამისი ნიშნები უკვე იკვეთება აშკარად, რომ საბოტაჟის საშუალება მიეცეთ პარტიებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები, რომ დაამკვიდრონ "ცრუ ნარატივი, თითქოს, ცესკო ერთპარტიულია". "მერე გამოდიან ჩვენი ოპონენტები და აბსოლუტურად სპეკულაციურად, ამის გამოყენებით, ამბობენ, რომ ცესკო ერთპარტიულია, როცა ჩვენი ჩათვლით, 9 პარტიაა წარმოდგენილი, მათ შორის, 8 ოპოზიციური პარტია და 8 პროფესიული წევრი. ანუ, პარტიული წარმომადგენლობა, ზოგადად, უფრო მეტია, შესაბამისად, ერთპარტიულობა არის ცრუ ნარატივი, რომელიც მათმა ტელევიზიებმა - "ნაცმოძრაობის" ტელევიზიებმა და პოლიტიკოსებმა დანერგეს მათ შორის, ვენეციის კომისიის ამ მცდარი დასკვნის გამოყენებით",- აღნიშნა მდინარაძემ. მდინარაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის ყველა ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის. "მეორე შემთხვევაში, როდესაც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არათუ ის არ მოსწონთ, რასაც ახლა შევიტანთ ჩვენ კანონების ცვლილებების და ნორმების ცვლილებების სახით და კონსტიტუციაში რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის, ისიც ამოშალეთო. ანუ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო, 2017 წელს რაც ჩავწერეთ, რასაც საქართველოს მოსახლეობის და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა და არ არის სადავო საკითხი. ხომ ხედავთ, რომ ვერ ბედავენ ამაზე ხმის ამოღებას და ახლა ჩვენ გარედან ვიხილავთ დარტყმებს ამ თემებზე. პირველი დარტყმა ვენეციის კომისიისგან წამოვიდა. კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, რომ ამოვიღოთ იმიტომ, რომ თურმე, უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამიტომ, ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია, აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, მისი ხელისუფლების და ქართული საზოგადოებისთვის",- თქვა მდინარაძემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)