01:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 15:24:57, 324 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - 25 წლის დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო, 45 წლის ასაკში მეუბნებით, რომ მიღების გამო, თურმე დამასანქცირეს - იმედია, 65 წლისას წაკითხვის გამო თოფს არ მესვრიან

ამერიკელებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ, რომელსაც თავის დროზე ერთი „ნაციც" არ დაუსანქცირებია - ხალხი, რომელიც სისტემებს ქმნიდა, რომლებიც ქუჩაში კლავდნენ და ციხეში აუპატიურებდნენ და რაღაც მიწურებში ქალებს და მამაკაცებს, რომლებმაც შექმნეს უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენ დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის და რას ემსახურება, მოდი, დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თავად არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა და ამას მხოლოდ ერთ-ერთი ოპოზიციური არხი აჟღერებს.  

„25 წლის ასაკში მე პირადად დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, 20 წლის შემდეგ რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ კანონი მოქმედებს, ისეთის გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო, თურმე, დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე ან ავტომატს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics