|
2024-06-26 15:01:13, 383 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია - დაშლა-არმოშლა არ შველით
ყოფილი "ნაცი" არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი "დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან". "ისინი რას შვრებიან, იცით? გამოიკვლევენ, რომ ერთად ვერ გვამარცხებენ, მერე გაიშლებიან; მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალ-ცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ, შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი იმიტომ, რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ, ის რეიტინგი კი არა - რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე, დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ - ახლა იკვრებიან ისევ. არადა, იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ "ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა "ნაცები" არიან ეგენი. ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო" რომ ლაპარაკობთ, მგონი, უკვე ჩვენს თავს აღარ ვცემთ პატივს. ექვსი პარტიის წარმომადგენლების ლიდერებიდან ერთი მათი რეკეტიორი იყო და ხუთი პარტიის თავმჯდომარე იყო და ექვს თუ ოთხ პარტიად გვევლინებიან. არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან არიან მწამებლები; არიან ავტორები იმ რეჟიმისა, ყველანი ერთად და მოპასუხეები, თანამზრახველები და პასუხისმგებლები იმისა, რასაც "ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ერქვა“,- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, გუშინ, 25 ივნისს 6-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დღეის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი- მეტი თავისუფლება", პარტია "ახალი", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი".
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)