03:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 16:43:53, 292 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - გვარამია ლანძღავდა ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებს

რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებია. რომ არაფერი გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე, არა იმიტომ, რომ ეს გახსენებად არ ღირს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი, თანამედროვე რამდენიმე წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, შეძრწუნდება ადამიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დღეს გაერთიანებას ცდილობენ.

„ნიკა გვარამია ჯერ იყო და ისეთი სიტყვებით ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, რომლის წარმოთქმაც კი ადამიანს გეუხერხულება, აქეთ ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ და დღევანდელი მოცემულობა როგორი არის, საზოგადოებამ კარგად იცი. მათი მედროშე ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც სავსებით სამართლიანად „ომის ქარტია“ ვუწოდეთ ჩვენ, ცდილობენ ეს ძალები გაერთიანებას. ცოტა უჭირთ, ეტყობათ აშკარად, რომ დავალება აქვთ მიღებული ქვეყნის ფარგლებს გარედან, მაგრამ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ეს უსამშობლო ადამიანები გარკვეულწილად გაერთიანებას ახერხებენ და საინტერესოა ის, თუ ვინ არის რეალურად მათი მედროშე - ზურაბიშვილი, რომლის „მარგალიტებიც“ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის?“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics