03:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 13:07:19, 386 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ და გვარამიას თოჯინა გახდა

ისინი წვალობენ ძალიან, სინამდვილეში არიან ერთი ქოლგის ქვეშ, ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას "თოჯინა" გახდა.

"ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ცოტა მძიმეა ამის თქმა, მაგრამ გახდა "ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, გახდა მისი დავალების მომცემი, ანუ დავალების მიმღებისგან იღებს დავალებებს წარმოიდგინეთ, მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. "ნაცმოძრაობისგან“ და ნიკა გვარამიასგან იღებს დავალებებს და მათი თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას",- ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დღეის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი- მეტი თავისუფლება", პარტია "ახალი", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics