|
2024-06-25 10:56:07, 422 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ხელისუფლების დასამარცხებლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას ეხმაურება. ბოკუჩავას შეფასებით, დეკლარაცია არის "მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე". "ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე",- ამბობს ბოკუჩავა. ცნობისთვის, 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დღეის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი- მეტი თავისუფლება", პარტია "ახალი", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი".
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)