|
2024-06-24 12:49:29, 372 ნახვა
პოლიტიკა
ცაჰკნა - საქართველოსთვის EU-ის მიმართულებით არ იქნება რამე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ მთავრობა მოქმედებებს არ შეცვლის
საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით არ იქნება რამე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს, თუ უკან არ წაიღებს "უცხოელი აგენტების" კანონს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ცაჰკნას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს სხვადასხვა ზომის სია, რომელიც კომისიამ მოამზადა. "დღეს სამწუხარო დღეა, რადგან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ. საქართველოს მთავრობა არ მიდის ევროკავშირის მიმართულებით, არამედ პირიქით. ხვალ კი დიდებული დღეა, რადგან ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან და ასევე დასავლეთ ბალკანელებთან... პირველი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის არის, რომ არ იქნება რამე სახის შემდგომი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს, თუ უკან არ წაიღებს "უცხოელი აგენტების" კანონს. არის სხვადასხვა ზომის სია, რომელიც კომისიამ მოამზადა. ასევე იქნება საუბარი საქართველოში სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერაზე, იქნება საუბარი შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალჩინოსნებისთვის, ბევრი სხვა ასპექტი. ასე რომ, საქართველოსთვის სიტუაცია სერიოზულია და ყველა ეს პასუხისმსგებლობა არის საქართველოს მთავრობაზე, რადგან საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ერთი თვის წინ, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი საქართველოში და ვხედავთ, რაც ხდება. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზომების მიღება და გვჭირდება სიცხადე“,- ამბობს მარგუს ცაჰკნა. ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)