12:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 12:01:12, 666 ნახვა

საზოგადოება
აბანოთუბანი აბანოების გარეშე - აბანოს ხელმძღვანელებმა შესაძლოა, დაწესებულების პროფილი შეცვალონ

ძველ თბილისში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ადგილს აბანოთუბანს  გაუქმების საფრთხე ემუქრება.

ტერიტორიაზე არსებული აბანოს ხელმძღვანელების განცხადებით, ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მათ  ტარიფს არ უწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად  ფიქსირებულ  გონივრულ გადასახადს იხდიდნენ. მას შემდეგ კი, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან აბანოებს გადასახადი გაუზარდეს.

აბანოს ხელმძღვანელებმა სემეკის და „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის მიუხედავად საკითხი მაინც ვერ მოაგვარეს.

„„ბახმაროს“, „ჯორჯიან სპას“, „შაკოს“, „ჭრელი აბანოს“ და „ნარიყალას“ ხელმძღვანელებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით  პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტს, სამინისტროებს, მერიას, საკრებულოს და ტურიზმის დეპარტამენტს მივმართეთ.  ერთადერთი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი გამოგვეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან წყლის ჩაშვება-გაწმენდის ღირებულებისგან გათავისუფლების საკითხი კომიტეტის კომპეტენციას სცილდება, ჩვენი წერილი განსახილველად პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გადაეგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ.“-აცხადებს „ბახმაროს“ ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე.

ხელმძღვანელების განცხდებით, იმ შემთხვევაში, თუ აბანოთუბანში არსებული აბანოების პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესდება,  შესაძლოა, მათ    დაწესებულების პროფილის შეცვლა გადაწყვიტონ, რაც თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics