|
2024-06-22 17:05:08, 509 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხლაძე - ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები
ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ოცნების“ ლიდერები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ "TV პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ამისთვის საქართველოში თავისუფალი არჩევნებია საჭირო. „განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)