03:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 18:53:17, 417 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს

დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
 
„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა დსა ეს მოხდება ძალიან მალე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics