|
2024-06-21 15:26:07, 393 ნახვა
პოლიტიკა
TI - „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს
"აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს. TI-ს ცნობით, ორგანიზაციამ "აწარმოე საქართველოდან" 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ საჯარო ინფორმაცია ორჯერ გამოითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. "მიმდინარე წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ორჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სსიპ "აწარმოე საქართველოდან" 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო. კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ვითხოვდით, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მივიღეთ. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან. მეორე წერილი, ანალოგიური მოთხოვნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს მივწერეთ, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებული საწარმოების სია ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო. ინფორმაციის გაცემა 2021 წლიდან შეწყდა. სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია, ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი",- აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)