03:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 12:41:41, 435 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის საელჩო დანიგანზე - ჩინური მხარე წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პრესსპიკერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ეხმაურება.

როგორც პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, ელჩის კომენტარი აზრსმოკლებული და ფაქტებთან შეუსაბამოა.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, რომ China Communications Construction Company-ს წილების უმრავლესობის მფლობელი "ჩინეთის კომუნისტური პარტიაა" და რომ CPC და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელია, არის აზრსმოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.

ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი",- აღნიშნულია განცხადებაში

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, "ჩინეთის კომუნისტური პარტიაა", რომელიც "დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics