2016-02-16 10:36:42, 575 ნახვა
საზოგადოება
მერია კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს
კოტე აფხაზის N32-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამ სართულიანი სახლის სხვენზე გაჩნდა და 250 კვადრატული მეტრი ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ხანძრის დროს მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალდა ერთი ოჯახი.
დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან