|
2024-06-20 13:19:54, 313 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახური - სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა
საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი“ ნარკოტიკული საშუალებების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული (ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ), პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება (კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი) აღმოაჩინეს. "ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ შემოტანის მცდელობა, რომელიც სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წებოვანი ლენტით, სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრება, აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის კიდევ ერთი მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 168 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით, კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული საქონლის (მათ შორის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების) მიმართ, მკაცრი საბაჟო კონტროლი და ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)