2024-06-19 14:00:33, 397 ნახვა
საზოგადოება
19-20 ივნისს, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება
19-20 ივნისს, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,