პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

" />
12:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 10:14:38, 470 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

„ძნელია, მოძებნო სიტყვები, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით გამოწვეულ დანაკლისს რომ გამოხატავს - ფილოსოფოსი, მოაზროვნე, მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, უბრალოდ, დიდი ადამიანი - კაცი, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ერის ინტელექტუალურ და სულიერ ცხოვრებაში. მსოფლიო  შედევრთა თარგმანები და სამეცნიერო ნაშრომები მის სიცოცხლეშივე იქცა ქართული კულტურის საგანძურად. ვუსამძიმრებ ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახს და მთელ საქართველოს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კომისიის შექმნა დაავალა. კომისიის მუშაობაში ასევე ჩართულია თბილისის მერია. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics