|
2024-06-18 16:47:28, 586 ნახვა
პოლიტიკა
გალუზინი - საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა
საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მშვიდობიანი გზით "დაბრუნებას",- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვას - "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი. კობახიძემ განაცხადა, რომ მის მთავრობას განზრახული აქვს, დაუბრუნოს ქვეყანას აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - შეიძლება ეს ქართული ოცნება ახდეს?" - გალუზინმა ასე უპასუხა: "ვფიქრობ, ამაზე მეტყველებს სოხუმში და ცხინვალში რეაქცია ამ განცხადებებზე. აფხაზეთმა და "სამხრეთ ოსეთმა" სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, ძალით დაებრუნებინა ერთი რესპუბლიკა საქართველოსთვის და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა. როგორც გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მშვიდობიანი გზით "დაბრუნებას". უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ "რეინტეგრაციის" პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". აფხაზებმა და "სამხრეთ ოსებმა" არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის "შელახვის" და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება",- ამბობს გალუზინი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)