04:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 15:35:55, 436 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, დღეს გაზრდილია 20-30%-მდე

2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა „შანტაჟისთვის გამოუსადეგარი თემაა".

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ გახსოვთ, რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა თქვენი ტელევიზიების მხრიდან, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იტყუებოდით და იტყუებოდნენ. თქვენ იტყუებოდით, რომ  კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი და შემდეგ, წელიწად-ნახევრის თავზე, როდესაც გვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თქვენვე ამტკიცებდით იმას, რომ არავითარი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი არ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, ყალბი „მესიჯებით" ცდილობდით, რომ შეგექმნათ აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომ გეცადათ რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაგივარდათ. 

მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდე, დღეს ეს შანსი არის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. 

ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics