|
2016-02-15 18:11:25, 440 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება, არჩევნების ახალი სისტემა ამ წლიდანვე გვექნება
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის და ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოლეგებს აუხსნა, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლის შემდგომაა გათვალისწინებული: „ანუ თუ მოხდება რიგგარეშე არჩევნები, ან სხვა რამ, ჩვენ 2016 წლიდანვე, ანუ შემოდგომის ბოლოდან გვექნება ახალი სისტემა, მაგრამ ამას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო ცოტა რჩება იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას სჭირდება 2 სესიაზე გადაწყვეტილების მიღება, ზაფხული ძალიან დატვირთული იქნება წინასაარჩევნო კამპანიით. ასე რომ, იმედია, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ბოლო ბოლო დაინახავენ იმის საჭიროებას და აუცილებლობას, რომ ჩვენს მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ სულ გვიან არ არის და ყველაფერი თავიდან არ დაიწყება 2016 წლის შემდეგაც ისე, როგორც ეს ხდებოდა 25 წლის განმავლობაში, როდესაც მოახლოებული არჩევნების წინ იყო მცდელობა სისტემის შეცვლის, ეს ვერ ხერხდებოდა და სისტემა რჩებოდა უცვლელი. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ახლა, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მერე არჩევნების შემდეგ იქნება ისეთივე რთული, როგორც ეს რთული აღმოჩნდა ახლა. ანუ, ცვლილება მაჟორიტარულიდან პროპორციულზე. თუ ამ მოსაზრებას 1 წელია არ იზიარებენ და თუ კიდევ არ გაიზიარებენ კოლეგები, მაშინ ამ რეალობაში დავრჩებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)