|
2024-06-16 11:36:35, 431 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოქვეყნა და ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობა, სალომე ზურაბიშვილო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს",- წერს ლაიენი. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება. პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჯოზეფ ბორელთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)