20:21 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 16:05:21, 449 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 14 დეკემბერს  საქმეზე - "ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქ. სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ, თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავა.

იმავე დღეს, დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რამაც ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics