06:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 09:46:22, 396 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა - შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი - ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს

შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია "საკმაოდ იშვიათი თანაწყობაა".

"მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი არ არის მშვიდი, ჩვენს სიახლოვეს მიმდინარეობს ომი, არის ასევე  სხვადასხვა გაურკვევლობა დაკავშირებული, მათ შორის შიდაპოლიტიკურ ვითარებასათან და ტემპერატურა არის აწეული, სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის არის საკმაოდ ძლიერი, საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ სტაბილურობასა და ფასების სტაბილურობაზე, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ერთდროულად გვაქვს ჩვენ დაბალ ინფლაციასთან. ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, პირდაპირ მინდა ვთქვა, შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად - ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს",- განაცხადა ნათია თურნავამ "იმედის" ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics