05:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 19:23:51, 443 ნახვა

პოლიტიკა
სტანო - EU მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოეღოს ნეგატიურ მოვლენებს და ძალადობისა და დაშინების აქტები გამოიძიოს

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "ბოლო მოეღოს ნეგატიურ მოვლენებს და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების აქტები".

"ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოეღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ იმ ენის გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.

ასევე, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებული რჩება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არაზუსტი განცხადებებისგან, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და ქვეყნის ურთიერთობებზე ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან უარყოფითად აისახება.

ამჟამად, ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რაც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.

მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა შეუდგეს გზას ევროკავშირისკენ. ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის და დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ მისი აბსოლუტური არჩევანის გვერდით დგომას", - ნათქვამია სტანოს განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics