|
2024-06-12 17:50:30, 433 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International ბერძენიშვილზე - ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიაცია Amnesty International-ი გამოეხმაურა. როგორც ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი აღნიშნავს, "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ". "სეზიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რაც დაუსჯელი დარჩება. ხელისუფლებამ ძალადობის ციკლი უნდა დაასრულოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სამართლიანი სასამართლოს გზით დასჯა უზრუნველყოს", - განაცხადა დენის კრივოშევმა. შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)