13:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 15:33:18, 354 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე - ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის ახორციელებს.

„როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარებას.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა, ასევე, განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საარჩევნო თემები, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობა და ინფორმირება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმირების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ეტაპზე უწყების წინაშე დგას.

ასევე, ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.

ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩართულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ ყველა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.

თავის მხრივ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდის და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრა, 11 ივნისს, ცესკოში გაიმართა და მას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი",- ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics