|
2024-06-12 11:46:47, 433 ნახვა
საზოგადოება
საქართველო აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს
ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებაზე და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტმა, აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს. საიუბილეო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პორტფელის ხელმძღვანელმა ონნო ვან დენ ჰეუფელმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნეს. მინისტრის მოადგილემ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვა ჩვენი ქვეყნის კონვენციებში აქტიური ჩართულობის და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კარგვა უდიდესი გამოწვევაა. ამ დიალოგის მიზანია, ერთად გამოვნახოთ ბიომრავალფეროვნების დაცვის და დაფინასების გზები; გავუზიაროთ ერთმანეთს ტყეების აღდგენის, კონსერვაციის, ვენის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენების გამოცდილება”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2012 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების ფინანსებში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და რესურსების ეფექტიანი მობილიზებაა. ინიციატივას 41 ქვეყანა უჭერს მხარს, მათ შორის საქართველო, რომელიც BIOFIN-ის გლობალურ პარტნიორობას 2016 წელს შეუერთდა. გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „გლობალურ დონეზე, ბიომრავალფეროვნება დიდი კრიზისის წინაშეა, ურბანიზაციის გამო, ფლორის და ფაუნის სხვადასხვა სახეობების გაქრობა მიმდინარეობს. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზები განვიხილოთ. ხაზგასასმელია, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში; ფლორის 21% ენდემურია, 100-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, რაც საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია”, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმა 2019 წელს მიიღო, რის შემდეგაც, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტი ოთხჯერ გაიზარდა; მიმდინარეობს 17 ინოვაციური პროექტი, რომელთა მიზანი ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობაა. UNDP-BIOFIN რეგიონულ შეხვედრებს, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და სტრატეგიების, მექანიზმებისა და მეთოდოლოგიების დახვეწის მიზნით, ყოველწლიურად მართავს. ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას, 2024 წელს, კიდევ 91 ქვეყანა შეუერთდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)