|
2024-06-12 09:12:05, 405 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე - ამგვარ გამოხტომებს, მით უმეტეს რადიკალებისგან, სერიოზულად აღარ აღვიქვამ
"ხალხის ძალის" რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ჯაფარიძის განცხადებით, "რადიკალებისგან მსგავს გამოხტომებს სერიოზულად აღარ აღიქვამს". "მსურს, გამოვეხმაურო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჩემს წინააღმდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარი მედიასაშუალებების გამოყენებით, ცილისმწამებლური, ბინძური, სამარცხვინო კამპანია წამოიწყო. რეალურად, საქმე მარტივადაა: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც ამ ხალხს სჩვევია, აეროპორტში სკანდალის მოწყობა სცადა და “გამჭვირვალობის კანონის” მხარდაჭერის გამო, შეურაცხყოფა მომაყენა. რა თქმა უნდა, ამგვარ გამოხტომებს, მით უმეტეს რადიკალებისგან, სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ამიტომაც, ემოციური ფონის მიუხედავად, მალევე გავშორდი ამ სამარცხვინო სიტუაციას. რაც შეეხება ინფორმაციებს - "ვიქტორ ჯაფარიძემ პოლიციაში დარეკა”, "ვიქტორ ჯაფარიძემ ახალგაზრდა გოგო დააჭერინა” - ვინც ამას ამტკიცებთ, სამარცხვინოები ხართ! თქვენ წარმოიდგინეთ, აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ვიქტორ ჯაფარიძის "მიწვევის" გარეშეც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას! ჩემი თუ არ გჯერათ, ამას თავად ინციდენტში მონაწილე გოგონა დაადასტურებს, პოლიციელს "კანვასის“ ტრენინგებზე დასწავლილი მეთოდებით რომ ესაუბრებოდა და სპეკულაციურად მადლობას უხდიდა, აქაოდა, ვიქტორ ჯაფარიძისგან "მიცავო",- ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)