|
2016-02-15 15:49:47, 491 ნახვა
პოლიტიკა
ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს
მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. „31 მარტს ვაშინგტონში იმართება ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ამ სამიტზე, სადაც მას ბუნებრივია გარდა სამიტში მონაწილეობისა ექნება ორმხრივი შეხვედრები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე, ორხმრივი შეხვედრების დაგეგმვაზე, დელეგაციის შემადგენლობაზე, რის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)