|
2024-06-11 15:19:32, 528 ნახვა
საზოგადოება
ბერძენიშვილი - შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე - მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს, რომელზეც პოლიცია ფეხს ითრევს
შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბერძენიშვილი, რომელსაც დილით ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ პოლიცია კამერების ჩანაწერების ამოღებაზე "ფეხს ითრევს". "სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს. ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს. ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას. ცხადია, დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია",- წერს ბერძენიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)